ნბა-ს მოყვარულებს ხშირად სმენიათ ტერმინი მაქსიმალური კონტრაქტი, თუმცა ბევრმა გულშემატკივარმა ზუსტად არ იცის რაზეა საუბარი. სწორედ ამიტომ ვეცდებით გაგარკვიოთ ამ ყველაფერში.

ნბა-ს მოყვარულებს ხშირად სმენიათ ტერმინი მაქსიმალური კონტრაქტი, თუმცა ბევრმა გულშემატკივარმა ზუსტად არ იცის რაზეა საუბარი. სწორედ ამიტომ ვეცდებით გაგარკვიოთ ამ ყველაფერში.
ეს არის შესაძლო მაქსიმალური ხელფასი, რომლის გაცემის უფლებაც გუნდს აქვს რათა ცადოს შეინარჩუნოს მოთამაშე დიდი ხნით. სახელფასო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ პატარა მარკეტის (small market) გუნდებმა შეძლონ ორი უპირატესობის მიღება: ქონდეთ უკეთესი პოზიცია თავიანთი დადრაფტული ვარსკვლავი მოთამაშის ხელახლა გაფორმებაში + ამით იღებდნენ შანსს გაუკეთონ კონკურენტუნარიანი შეთავაზებები სხვა ვარსკვლავებს, რომლებიც ახალი სახლის ძიებაში არიან.
რა თქმა უნდა ამბები ყოველთვის ამგვარად არ ვითარდება, მაგრამ მაქსიმალური კონტრაქტის არსებობა მეტ-ნაკლებად თავის საქმეს აკეთებს. ასე რომ არ იყოს, ძირითად შემთხვევებში მხოლოდ დიდი მარკეტების (ნიუ-იორკი, ლოს-ანჯელესი) გუნდები იქნებოდნენ წარმატებული, რომლებსაც ყველაზე მეტის გადახდის უნარი აქვთ.
მინიმალური კონტრაქტისგან გასნხვავებით, რომელიც წინასწარაა განსაზღვრული და არ იცვლება (არ არის დამოკიდებული სახელფასო მარაგის ცვლილებაზე), მაქსიმალური კონტრაქტი გამოითვლება მთლიანი სახელფასო მარაგის გარკვეული პროცენტით. პროცენტულობა შემდეგნაირია:

  • მოთამაშეებს 0-6 წლიანი გამოცდილებით შეუძლიათ გააფორმონ მაქს. კონტრაქტი, რომელიც მთლიანი სახელფასო მარაგის 25% იქნება.
  • მოთამაშეებს 7-9 წლიანი გამოცდილებით შეუძლიათ გააფორმონ მაქს. კონტრაქტი, რომელიც მთლიანი სახელფასო მარაგის 30% იქნება.
  • მოთამაშეებს 10 და მეტი წლის გამოცდილებით შეუძლიათ გააფორმონ მაქს. კონტრაქტი, რომელიც მთლიანი სახელფასო მარაგის 35% იქნება.
არის შემთხვევები, როცა შეიძლება გაფორმდეს გამოცდილების მიხედვით გათვალისწინებულ მაქსიმუმზე უფრო დიდი კონტრაქტები. ეს ხდება თუ მოთამაშე წინა სეზონში გახდა MVP ან მოხვდა All-NBA გუნდში (ნებისმიერში) ან გახდა წლის საუკეთსო დამცველი; თუ მოთამაშე 2 სეზონის განმავლობაში ამ წოდებებიდან ერთ-ერთს იღებდა და მესამე სეზონში ვერ მიიღო (მაგ. მოთამაშე ხვდებოდა All-NBA გუნდში 2015-16 და 2016-17 წლებში და ვერ მოხვდა 2017-18 წელს) - ეს იმისთვის, რომ გარკვეულწილად მოხდეს მოთამაშეების დაზღვევა ტრავმებისგან შექმნილი პრობლემებისგან.
თუ მოთამაშეს აქვს 6 წელზე ნაკლები სათამაშო გამოცდილება ნბა-ში და ნახსენები ტიტულებიდან ერთ-ერთს, მას შეუძლია გააფორმოს 30%-იანი მაქსიმალური კონტრაქტი, მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებელია ახალწვეულის (rookie-scale) კონტრაქტის დასრულების შემდეგ ანუ 4 წლის შემდეგ - მე-5 წლიდან. ეს წესი ცნობილია, როგორც დერიკ როუზის წესი, მას შემდეგ რაც როუზი გახდა პირველი მოთამაშე 6 წელზე ნაკლები გამოცდილებით, რომელმაც გააფორმა 30%-იანი მაქს. კონტრაქტი 2011 წლის MVP-ის წყალობით.
კიდევ ერთი დამატებითი შემთხვევაა 7-9 წლიანი გამოცდილების მქონე მოთამაშეების შემთხვევაში. მათაც ზემოთხსენებული ტიტულების მოგებისას შეუძლიათ 30%-ის მაგივრად 35%-იანი კონტრაქტების გაფორმება, მაგრამ გარდა ამისა, თუ მოთამაშე ახანგრძლივებს გუნდთან, რომელთანაც ახალწვეულის კონტრაქტი ჰქონდა ამ დროსაც შეუძლია 35%-ის მიღება. კევინ დურანტის შემთხვევაში მას რომ ოკლაჰომასთან გაეგრძელებინა კონტრაქტი შეეძლო 35%-იანი მაქსიმუმის მიღება.
აღსანიშნავია, ზოგი წესი გამიზნულია იმისთვის, რომ მოთამაშეები უფრო მეტად საკუთარ გუნდებში დარჩნენ. მაგალითად მოთამაშეს თავის გუნდთან გახანგრძლივება შეუძლია 5 წლით, ხოლო ახალ გუნდთან მაქსიმუმ 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ასევე მოთამაშეს, რომელიც თავის მოქმედ გუნდთან მაქს. კონტრაქტს დებს, ყოველწლიურად 8%-იანი სახელფასო ზრდა აქვს. ხოლო მოთამაშეს, რომელიც ახალ გუნდთან აფორმებს მაქსიმალურს წლიურად 5%-იანი სახელფასო ზრდა აქვს.
მაგ. :
  • 2019 წელს თავისუფალი აგენტი 7-9 წლიანი გამოცდილებით, რომელიც ირჩევს კონტრაქტის გახანგრძლივებას საკუთარ გუნდთან, შეძლებს გააფორმოს ხუთწლიანი $189.7 მლნ-იანი კონტრაქტი.
  • იგივე აგენტი ახალ გუნდთან შეძლებს ოთხწლიანი $140.6 მლნ-იანი კონტრაქტის გაფორმებას.
ამრიგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  მაქსიმალური კონტრაქტის არსებობა ნამდვილად ეხმარება სათამაშო ასპარეზის გმეტ-ნაკლებ გათანაბრებას. ეს რომ არა დიდი მარკეტის დომინირება პრაქტიკულად გარდაუვალია.


წყარო: https://hoopshype.com/2018/10/21/nba-maximum-salary/