ლებრონ ჯეიმსმა და ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა უკვე დიდი შანსია, რომ სეზონის მოგება-წაგებათა მაჩვენებელი 50%-ზე ქვემოთ დაასრულოს. თუმცა მეფისთვის პირველი შემთხვევა არ არის, როცა მისმა გუნდმა სეზონი წაგებით დაასრულა. მსგავსი ფაქტი მის ახალწვეულობის სეზონში დაფიქსირდა, როცა კლივლენდ კავალიერსს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საშინელი კრიზისი ჰქონდა. 
მთელი კარიერის მხოლოდ მოგებებით დასრულება ჩვეულებრივი ამბავი არ არის. მაგალითად, ტაჯ გიბსონის, რომელსაც საკუთარი კარიერის განმავლობაში სეზონი არ წაუგია (გუნდი 50%-იან წაგება-მოგებათა მაჩვენებელს არ ჩამომცდარა), რუტინული მაჩვენებელი რისკის ქვეშაა, რადგან მინესოტა ტიმბერვოლვზს სეზონის წაგებამდე ორი მარცხი აშორებს. ტონი პარკერსაც თითქმის იდენტური სიტუაცია აქვს ჩარლოტ ჰორნეტსში - გუნდს სეზონის წაგებამდე 3 მარცხი აშორებს. 

ახლა კი შემოგთავაზებთ იმ 22 მოთამაშის ჩამონათვალს 10+ წლიანი გამოცდილებით, რომელსაც სეზონი ჯერ არ წაუგია:

1) ჯეიმს ჰარდენი (10 სეზონი)


მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 64.8%

სუპერ ვარსკვლავ ჯეიმს ჰარდენს სეზონები მოგებული აქვს ორ გუნდთან, ოკლაჰომა სითი თანდერთან და ჰიუსტონ როქეთსთან ერთად. ამასთანავე, მოგებული აქვს 2017-2018 რეგულარული სეზონის MVP და დიდი შანსია, წელსაც მან მიიღოს ეს ტიტული. ოლ-სთარზე კი მონაწილეობა 7-ჯერ აქვს მიღებული. 



2) დენი გრინი (10 სეზონი)

მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 72.1%

დენი გრინმა ერთი წელი კლივლენდ კავალიერსში და შემდეგ D ლიგის სამ სხვადასხვა გუნდში გაატარა. მან ხელშეკრულება საბერძნეთის ერთ-ერთ გუნდშიც კი გააფორმა, სანამ საბოლოოდ თავს სან ანტონიო სპურსში ამოჰყოფდა (2011 წელი). გრინი სპურსში 2018 წლამდე დარჩა, შემდეგ კი ტორონტო რეპტორსს შეუერთდა. იგი სხვებთან ერთად კიდევ ერთი მეორე რაუნდის პიკია, რომელსაც საკმაოდ გრძელი კარიერა აქვს NBA-ში. 2014 წელს იგი სან ანტონიო სპურსთან ერთად ჩემპიონი გახდა. 



3) პეტი მილსი (10 სეზონი)


მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 69.2%

პეტი მილსი აგრძელებს :სან ანტონიო სპურსის ძლიერ "როულ ფლეიერად" ყოფნას. მან კარიერა პორტლენდში დაიწყო და რამდენიმე სეზონის შემდეგ გრეგ პოპოვიჩის "სამფლობელოს" შეუერთდა. მილსი მეორე რაუნდის პიკია, რომელმაც საკმაოდ გაამრთლა და დენი გრინის მსგავსად მანაც მიიღო მონაწილეობა 2014 წელს სპურსის გაჩემპიონებაში. 



4) ბონზი უელსი (10 სეზონი)




მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 60.1% 

ბონზი უელსმა თავისი კარიერა NBA-ის 5 სხვადასხვა გუნდში დაჰყო და როგორღაც ეს ყველაფერი ისე მოახერხა, რომ წაგების მაჩვენებლის მქონე გუნდში არ მომხვდარიყო. ნამდვილად გამარჯვებულია. უელსი კარიერულად 12 ქულას აგროვებს. 



5) ჯონ ბეთლი (10 სეზონი)


მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 58.2%

ჯონ ბეთლი ამ სიისთვის ალბათ ყველაზე დიდი სიურპრიზი იქნებოდა, რამეთუ მან თავისი კარიერის განმავლობაში ითამაშა კლივლენდ კავალიერსისთვის და ატლანტა ჰოუკსისთვის და სეზონი მაინც არასდროს წაუგია. 1989-1990 წლებში მისმა ატლანტა ჰოუკსმა სეზონი 41 წაგებითა და 41 მოგებით დაასრულა. ჯონ ბეთლი 1985 წლის მეოთხე რაუნდის პიკია და კარიერაში 5300-ზე მეტი ქულა აქვს მოგროვებული. 



6) ენდი ფილიპი (10 სეზონი)


მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 57.4%

სიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნობი მოთამაშეა, ენდი ფილიპი, რომელმაც 1948-1959 წლებში 4 სხვადასხვა გუნდში ითამაშა და არცერთში არ წაუგია სეზონი. 


7) მარიო ელი (11 სეზონი)


მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 63.0%

მარიო ელის ბურთის შორიდან სროლა უყვარდა მაშინ, როცა ეს ქმედება კალათბურთში საერთოდ არ იყო პოპულარული. მას კარიერაში 574 სამიანი აქვს ჩაგდებული, აქედან 120 1996-1997 წლებში, რაც იმ დროისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. 



8) ჯულიუს ერვინგი (11 სეზონი)



მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 67.3%

დიდებული დოქტორ ჯეი. აბა, რას იტყვით, მოთამაშეზე, რომელსაც ორიდან არცერთ ლიგაში სეზონი არ წაუგია. ჯულიუს ერვინგი გამარჯვებულია როგორც ABA ლიგაში, ისე NBA-ში. დოქტორ ჯეი სხვებისგან განსხვავებულ კალათბურთს თამაშობდა. იგი ბურთთან ერთად მაგიური იყო, რამეთუ გაფრენა შეეძლო. 




9) სიდნი მონკრიფი (11 სეზონი)



მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 63.4%

სიდნი მონკრიფი მილუოკი ბაქსისთვის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მოთამაშეა. იგი ოლ-სთარზე 5-ჯერ მოხვდა და წლის საუკეთესო დამცველი 2-ჯერ გახდა, რაც ძალიან კარგი შედეგია. აღსანაშნივი ის არის, რომ იგი ყველაზე ტანდაბალი მოთამაშეა, რომელიც წლის საუკეთესო დამცველი გახდა. 



10) გრეგ ოსტერტაგი (11 სეზონი)


მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 62.8% 

გრეგ ოსტერტაგი იყო ბიგმენი და გამორჩეული ფაქტი მის მიმართ ისაა, რომ მას კარიერული პიკი მაშინ ჰქონდა, როცა სტოქტონთან და მელოუნთან ერთად თამაშობდა. მას დიდი კარიერა არ ჰქონია. იმაზე მეტ მოხსნას აგროვებდა (5.5), ვიდრე ქულას (4.6).



11) სემ ჯოუნსი (12 სეზონი) 



მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 71.6%

ფანტასტიური მსროლელი, ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, რომლის წყალობითაც ბოსტონ სელტიქსის დიდებული დინასტია დაიწყო. იგი 10 გზის NBA-ის ჩემპიონი იყო და 5 გზის ოლ-სთარი, რომელიც კარიერულად 17.7 ქულას აგროვებდა. 



12) მაიკლ კუპერი (12 სეზონი)


მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 72.9%

დაცვის ოსტატი ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ერთ-ერთი დიდებულების ხანაში. იგი 1987 წელს წლის საუკეთესო დამცველი გახდა და ასევე, კარიერაში 5-ჯერ მოხვდა საუკეთესო დაცვით გუნდში. აგრეთვე, 5-გზის NBA-ის ჩემპიონია. 



13) ლერი ბირდი (13 სეზონი) 



მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 73.6% 

ბოსტონ სელტიქსის ამ დიდებულ მოთამაშეს დამტკიცებული აქვს, რომ რიცხვი "13" უიღბლობისგან შორსაა. ლერი ბირდი 3 გზის NBA-ის ჩემპიონია, 2 გზის ფინალების MVP და 3 გზის რეგულარული სეზონის MVP. 



14) მეჯიქ ჯონსონი (13 სეზონი)




მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 74%

ვინმესთვის სიურპრიზი ხომ არ არის, რომ მეჯიქ ჯონსონს და ლერი ბირდს თავიანთი 13 სეზონის განმავლობაში ერთიც არ წაუგიათ?! მეჯიქ ჯონსონი ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მაესტრო იყო "შოუთაიმის" წლებში. იგი 5 გზის NBA-ის ჩემპიონია და 3 გზის ფინალების MVP. 



15) კევინ მაკჰეილი (13 სეზონი)


მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 69.4%

პოსტის მონსტრი ბოსტონ სელტიქსის რიგებში. ერთ-ერთი ყველაზე საშიში მოთამაშე წინა ხაზში ლერი ბირდთან და რობერტ პარიშთან ერთად. კევინ მაკჰეილი ორჯერ გახდა საუკეთეს მეექვსე კაცის ტიტულის მფლობელი, 3-ჯერ - NBA-ის ჩემპიონი და 7 გზის ოლ-სთარი. 



16) ბილ რასელი (13 სეზონი) 


მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 71.7% 

ლეგენდების ლეგენდა NBA-ის ისტორიაში. ყველაფერი, რასაც ბილ რასელი აკეთებდა, იყო მოგება, ჩემპიონობა და დიდება. უბრალოდ დიდებული. შესაძლოა, ყველაზე დიდი ძალა დაცვაში. ბილ რასელი 13 სეზონის განმავლობაში 11-ჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი, 5-ჯერ რეგულარული სეზონის MVP და ოთხჯერ ჩემპიონი მოხსნებში. 



17) ჯეიმს ჯოუნსი (14 სეზონი) 



მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 65.0%


ჯეიმს ჯოუნსმა საკუთარი კარიერა რამდენიმე გუნდში დაჰყო, მათ შორის უმრავლესი, ლებრონ ჯეიმსთან ერთად მაიამი ჰიტსა და კლივლენდ კავალიერსში. იგი 3 გზის NBA-ის ჩემპიონია.



18) მანუ ჯინობილი (16 სეზონი)



მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 72.1%

ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეექვსე კაცი. იგი 4 გზის NBA-ის ჩემპიონია და 2 გზის ოლ-სთარი. 



19) ჰორას გრანტი (17 სეზონი)



მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 63.4%

გრანტებიდან ერთ-ერთი ტყუპისცალი, ჰორას გრანტის ბენეფისი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი ფილ ჯექსონის ბიჭი იყო. ეს უკვე ნიშნავს უამრავ წარმატებას ჩიკაგო ბულსსა და ლოს-ანჯელეს ლეიკერსშიგრანტის ქულათა მონაგარი თავის კარიერაში დაახლოებით 13 000-ია და ამასთან ერთად იგი 4 გზის NBA-ის ჩემპიონია. 



20) ტიმ დანკანი (19 სეზონი)



მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 71.9%

ტიმ დანკანმა კლასის ხარჯზე ძალიან ბევრი მოიგო. იგი სან ანტონიო სპურსის ბიგმენია, იმ სან ანტონიო სპურსის, რომელიც ბოლო 2 დეკადის ერთ-ერთი ან შეიძლება საუკეთესო გუნდიცაა. ტიმ დანკანმა კარიერა დაასრულა, როგორც 5 გზის NBA-ის ჩემპიონმა, 3 გზის ფინალების MVP-მ და 2 გზის რეგულარული სეზონის MVP-მ. 



21) კარლ მელოუნი (19 სეზონი)




მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 68.8%

მელოუნმა ძალიან ბევრი გამარჯვება და ქულები მოიპოვა თავისი კარიერის განმავლობაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მან და ჯონ სტოქტონმა იუტა ჯაზზს ჩემპიონობა ვერ მოუპოვეს. 2 გზის MVP-მ და 14 გზის ოლ-სთარმა კარიერა საშუალოდ 25 ქულით დაასრულა. 



22) ჯონ სტოქტონი (19 სეზონი)

 
მოგების პროცენტული მაჩვენებელი: 63.4%

ჯონ სტოქტონი ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გამთამაშებლად და მეპასედ ითვლება. უნდა აღინიშნოს, რომ მას ისტორიაში ყველაზე მეტი ასისტი და ჩაჭრა აქვს მოგროვებული. ამასთანავე 19 სეზონიდან არცერთი წაუგია. სტოქტონს კარიერულად ორმაგი დუბლი აქვს ასისტებსა და ქულებში. იგი 10 გზის ოლ-სთარი და 2 გზის NBA first team-ის წევრია.