იმედგამაცრუებელი 2018-2019 სეზონის შემდეგ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი ზაფხულს საკმაოდ ბევრი აქტივებით ხვდება: სახელფასო ჭერი, დრაფტ პიკი (Top 15) და საკმაოდ პერსპექტიული ახალგაზრდობა, რომლებსაც მომავალ სეზონში საკუთარი თავის მნიშვნელოვნად განვითარება შეუძლიათ, რაც თავისმხრივ გუნდის წარმატებაზეც იმოქმედებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი მაღალი კლასის თავისუფალ აგენტებთან ხელშეკრულებას ვერ გააფორმებს, გუნდი ისეა აღჭურვილი, რომ 2019-2020 სეზონში თავისუფლად შეუძლია დიდი ხმაურის შექმნა. ბრენდონ ინგრამი და კაილ კუზმა წინა სეზონთან შედარებით მნიშვნელოვნად განვითარდნენ, ლონზო ბოლის მნიშვნელოვნება კი მაშინ დამტკიცდა, როცა მისმა ტრავმიანობამ და გამოტოვებულმა თამაშებმა გუნდი საგრძნობლად ჩააგდო კრიზისში.

რა თქმა უნდა, ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა რომ ზაფხულში მეორე ვარსკვლავი მოუყვანოს ლებრონ ჯეიმსს, გუნდის offseason-ის პროდუქტიულობა წარმატებულად ჩაითვლება. ჩვეულებრივი მსროლელების დამატებაც კი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ გუნდი ფლეიოფის კალიბრის იყოს, მაგრამ მისი სახელფასო ჭერი მას იმაზე მეტის საშუალებას აძლევს, ვიდრე ჩვეულებრივი მსროლელის დამატებაა - გუნდს შეუძლია საკუთარი ძალა ვარსკვლავის მოყვანით გაზარდოს. 

გარანტირებული კონტრაქტები 2019-2020

ლებრონ ჯეიმსი: $37,436,858 
ლონზო ბოლი: $8,719,320 
ბრენდონ ინგრამი: $7,265,485 
მო ვაგნერი: $2,066,040 
კაილ კუზმა: $1,974,600 
ჯოშ ჰარტი: $1,934,160 
ისააკ ბონგა: $1,416,852 


თავისუფალი აგენტები

რაჟონ რონდო
ჯავალ მაკგი
ლენს სტივენსონი
რეჯი ბულოკი
კენტავიუს კადველ-პოუპი
ტაისონ ჩენდლერი
მაიკ მუსკალა


საზაფხულო გეგმები

ელიტალური მოთამაშის დამატება ლებრონ ჯეიმსის გვერდით. ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ძირითადი პრობლემის მოგვარება სრულიად შესაძლებელია, თუ გუნდი მოძებნის ისეთ მოთამაშეს, რომელიც თამაშის სადავეების რაღაც ნაწილს მაინც გადაიბარებს ლებრონ ჯეიმსისგან. მართალია, გუნდი მომავალ სეზონში ისედაც გაძლიერდება ბრენდონ ინგრამისკაილ კუზმასა და ლონზო ბოლის განვითარების წყალობით, რაც უნდა ითქვას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კი იქნება წარმატების მისაღწევად, თუმცა როცა სახელფასო ჭერი გუნდს საშუალებას აძლევს დაიმატოს ვარსკვლავი, რატომაც არა?! 




პოტენციური სამიზნეები (2019-2020 წლის თავისუფალი აგენტები)

კაირი ირვინგილებრონსა და ირვინგს რამდენიმეჯერ ჰქონდათ დიალოგი საჯაროდ, რაც მათ პოტენციურ გაერთიანებას შეიძლება მოასწავებდეს. თუ ზაფხულში ირვინგი ბოსტონ სელტიქსს დატოვებს, მას მიზნად, რა თქმა უნდა, ბევრი გუნდი ამოიღებს და მათ შორის შესაძლებელია ლოს-ანჯელეს ლეიკერსიც გამოერიოს სწორედ ლებრონ ჯეიმსის ფაქტორის გამო.

კლეი ტომფსონი: როგორც ცნობილია, იმ შემთხვევაში, თუ გოლდენ სტეიტ უორიორსი კლეი ტომფსონს მაქსიმალურ კონტრაქტს შესთავაზებს, დიდი შანსია, რომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე იგი გუნდში დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, კლეი ტომპსონსა და გოლდენ სტეიტ უორიორსს  შორის ურთიერთობა გართულდეს და სწორედ ამით ისარგებლოს ლოს ანჯელეს ლეიკერსმა, სადაც ჯერ კიდევ მუშაობს კლეი ტომფსონის მამა. 

კავაი ლეონარდი: შეიძლება იგი არ იყოს ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ტიპის ვარსკვლავი, თუმცა იგი იმდენად კარგი მოთამაშეა, რომ ეს ფაქტი ყურადსაღები საერთოდ არ უნდა იყოს. თავის დროზე, როდესაც კავაიმ სან ანტონიო სპურსს გაცვლა მოსთხოვა, იგი ლოს-ანჯელესის ნებისმიერი ფრენჩაიზით იყო დაინტერესებული, რაც თავის მხრივ ლეიკერსს ხელს აძლევ. ასე რომ, მომდევნო სეზონში მისი ლებრონ ჯეიმსის გვერდზე ნახვა გასაკვირი არ იქნება. 

ჯიმი ბატლერი: ამ მოთამაშეს ლოს-ანჯელესისადმი აშკარა სიმპატიები აქვს, ამასთანავე, მას ფილადელფიაში პრობლემები აქვს თავის დამკვიდრებასთან დაკავშირებით. სწორედ ამით შეუძლია ლეიკერსს ისარგებლოს და საკუთარ გუნდში დაიმატოს. 

დემარკუს ქაზინსი: მოკლევადიანი მაღალხელფასიანი შეთანხმებით, ლოს-ანჯელეს ლეიკერსს დემარკუსის დამატებით შეუძლია მისი წინა ხაზი გააძლიეროს. 



პოტენციური გაცვლის სამიზნეები

ენტონი დეივისი: ცხადია, რომ იგი იქნება ლეიკერსის მთავარი სამიზნე ზაფხულში. ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა თავდაუზოგავად იმუშავა დედლაინზე, რათა ენტონი დეივისი დაემატებინა, თუმცა ნიუ-ორლეანს პელიკანსის მენეჯერი გაცვლას თითქოს ჯიუტად არ თანხმდებოდა და საინტერესო დამთხვევა ის არის, რომ ამ ფაქტის შემდეგ იგი თანამდებობიდან მოიხსნა. ახალ მენეჯერთან კი იდენტური შეთანხმების მიღწევა სავსებით რეალური შეიძლება იყოს. 

ბრედლი ბილი: აშინგტონ უიზარდსი არ არის დაინტერესებული ამ მოთამაშის გაცვლით, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ეს გუნდი მას თავისუფალ აგენტად გაუშვებს, გასაკვირი არ იქნება, ბრედლი ბილი, როგორც ლოს-ანჯელეს ლეიკერსის ერთ-ერთი სამიზნე. 

2019 წლის დრაფტ პიკი

ლოს-ანჯელეს ლეიკერსს პირველი რაუნდის პიკი აქვს. მისი დღევანდელი მდგომარეობით კი გამორიცხული არ არის ტოპ 10 პიკს გამოჰკრას ხელი.