მალე NBA ჩვენების ახალ რეჟიმს შემოგვთავაზებს. საუბარია Single-Player View-ზე, რაც გულისხმობს კამერის ერთ კონკრეტულ მოთამაშეზე სრულ ფოკუსირებას.

ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ:

როგორია ჩვენების ეს ახალი ტექნოლოგია?
ეს არის ალტერნატიული ჩვენება, რომელიც მიყვება მხოლოდ ერთ მოთამაშეს და მისი პერსპექტივიდან გვანახებს თამაშს. საწყის ეტაპზე მსგავსი ჩვენება შეეხება ზოგიერთ თამაშს და სრულად გააშუქებს მატჩის მეორე ნახევარს მსგავს რეჟიმში.

ვინ აკეთებს ამ ყველაფერს?
ეს არის ნბა-ს, Twitter-ის და Turner Sports-ის ერთობლივი პროექტი.

როდიდან იქნება?
ჩაეშვება 17 თებერვალს ოლ-სტარის თამაშზე.

ვინ იქნება ის კონკრეტული მოთამაშე?
ფოკუსირებული მოთამაშე ტვიტერზე ხმის მიცემით აირჩევა.

როგორი იქნება თამაშის კომენტირება?
აქაც რაღაც სიახლე იქნება (broadcast-specific announcers), კონკრეტულად რა ჯერ უცნობია.

რომელი თამაშები გაშუქდება ასე?
მთლიანი განრიგი, რომელიც პლეიოფის თამაშებსაც მოიცავს, სეზონის განმავლობაში დაიდება.

სად ვუყურო?

სავარაუდოდ ტვიტერზე - @NBAonTNT.