ბლეიკ გრიფინი
5 წელი, $173 მლნ

დეტროიტში გრიფინის მოყვანა პისტონსის ყოფილი მწვრთნელის - ჯეფ ვან განდის დაჟინება იყო.
გრიფინის ტრეიდით ვან განდიმ დეტროიტის სახელფასო მარაგი 2021-22 წლების სეზონის ბოლომდე მოკლა, როცა გრიფინი ბოლოჯერ $39 მლნ-ს აიღებს. ცხადია ამ ყველაფერში ბლეიკი არ არის დამნაშავე. მას არ მოუთხოვია $173 მილიონიანი კონტრაქტი და არც დეტროიტში წასვლა.
რაიმე ბრალეულობის საპირისპიროდ გრიფინი წელს ძალიან მაგარ სეზონს ატარებს. კარიერის საუკეთესო საშუალო მაჩვენებელი ქულებში - 25.3, გუნდში საუკეთესო - 5.2 პასი და 2013-14 წლების მერე მისთვის ყველაზე მაღალი - 8.5 მოხსნა.
დეტროიტი (17-23) პლეიოფის ზონაშიც არ არის და გრიფინის ხელფასიდან გამომდინარე გუნდის სამომავლო განვითარების გზებიც ბუნდოვანია.

ჯონ უოლი
4 წელი, $170 მლნ გახანგრძლივება
(მთლიანობაში დარჩა 5 წელი)

ფაქტები:
ჯონ უოლმა წინა წელს მხოლოდ 41 თამაში ჩაატარა და წელს უკვე 32 აქვს გამოტოვებული.
უოლის გუნდელები არ მალავენ, რომ მასთან თამაში არ მოსწონთ.
ჯონ უოლი აღარ არის ის ჯონ უოლი, რომელსაც ადრე ვხედავდით.
უოლი ამ სეზონის გარდა კიდევ 4 წელი შეჭამს უაშინტონის სახელფასო მარაგს, რადგან მისი კონტრაქტის გახანგრძლივება ჯერ არც დაწყებულა.
კონტრაქტის ბოლო წელს ჯონ უოლი აიღებს $46.8 მლნ-ს.
კონტრაქტის ბოლო წელს ჯონ უოლი 33 წელს მიახლოებული იქნება.

კრის პოლი
4 წელი, $160 მლნ
(დარჩა 4 წელი)


რადგან როკეტსი წინა წლის დასავლეთ კონფერენციის ფინალში გოლდენის დამარცხებასთან ძალიან ახლოს მივიდა, ჰიუსტონმა პოლი უბრალოდ ვერ გაუშვა.
მაგრამ მისი კონტრაქტი ზედმეტად გადაჭარბებულია. პოლმა წელს თამაშსაც უკლო და ტრავმებისკენაც მეტადაა მიდრეკილი. მისი საუკეთესო წლები ჩავლილია, მაგრამ არა ფინანსური კუთხით.
36 წლის კრის პოლი კონტრაქტის ბოლო წელს $44 მლნ-ს მიიღებს.

ნიკოლას ბატუმი
5 წელი, $120 მლნ
(დარჩა 3 წელი)


ზოგადად შარლოტი ბევრს ფლანგავს. მათ მომდევნო 2 წელიწადში $34 მლნ უნდა გადაუხადონ ბიომბოს და $27 მლნ ზელერი-უილიამსის წყვილს.
მაგრამ მათი მთავარი შეცდომა ბატუმისთვის 2016 წელს 5 წლიანი $120 მლნ კონტრაქტის გაფორმება იყო. შარლოტს პიკში მყოფი ბატუმი, რომც მიეღო (და რომელსაც აშკარად ვერ იღებს) ეს მაინც არ იქნებოდა მაინცდამაინც გამართლებული კონტრაქტი. კი, ბატუმი კარგი მოთამაშეა, მაგრამ აქციო ის შენი გუნდის თითქმის პირველ კაცად, სამომავლო გეგმებისთვის არცთუ ისე კარგია.

ჩენდლერ პარსონსი
4 წელი, $95 მლნ
(დარჩა 2 წელი)


პარსონსმა მემფისში 3 სეზონის განმავლობაში 36-ჯერ ითამაშა.
მუხლის ტრავმის გამო ახლად ნაოპერაციები მოთამაშისთვის თითქმის $100 მლნ კონტრაქტის გაფორმება მეტისმეტი რისკია, რაც დადასტურდა კიდეც.

რაიან ანდერსონი: 4 წელი, $80 მლნ (დარჩა 2 წელი)
მისი მთავარი პლიუსი სამიანის სროლა იყო, მაგრამ ამ კომპონენტშიც უკლო (38.6%-დან 20.6%-მდე) და ფინიქსი მას ვერ იყენებს.
ტიმოფეი მოზგოვი: 4 წელი, $64 მლნ (დარჩა 2 წელი)
მისი თამაშის სტილი თანამედროვე ნბა-სთვის მოძველებულია.