ყოველ წელს არის შემთხვევა, როდესაც წინა წლის მონაწილე ვეღარ ხვდება მომდევნო ოლ-სტარში, მაგრამ წელს ასეთ მოთამაშეთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

ეს პირველი გამოკითხვის შედეგებია


დავიწყოთ ყველაზე აშკარა დანაკლისებით. წინა წელს კრისტაპს პორჟინგისი და დემარკუს კაზინსი არჩეული იყვნენ ოლ-სტარისთვის, მაგრამ ტრავმების გამო თამაში ვერ შეძლეს. წელს ისინი იმავე მიზეზის გამო ოლ-სტარზე საერთოდ ვერ მოხვდებიან.
კევინ ლავმა წინა წელს ერთ-ერთი ტრავმირებული ჩაანაცვლა, მაგრამ წელს სეზონის უმეტესი ნაწილი თავად არის ტრავმირებული და უდიდესი ალბათობით ოლ-სტარს ისიც გამოტოვებს. თუმცა, რომ არა ტრავმა, სეზონის სტარტზე ლავი 19.0 ქულას და 13.5 მოხსნას აგროვებდა.

ამ ყველაფერს ემატება ვარაუდი, რომ ოლ-სტარს რამოდენიმე ახალწვეული ეყოლება, რაც ძველების შანსს კიდევ უფრო ამცირებს. ოლ-სტარში პირველად მონაწილეობის მთავარი კანდიდატები არიან: სტივენ ადამსი, დევინ ბუკერი, რუდი გობერი, ნიკოლა იოკიჩი, ნიკოლა ვუჩევიჩი და ბენ სიმონსი.
წინასწარი ხმისმიცემის მიხედვით ლუკა დონჩიჩი ერთ-ერთი ფავორიტია და მასაც შეუძლია ოლ-სტარის ახალი წევრი გახდეს.

მივყვეთ იმ ვარსკვლავებს, რომელთა ოლ-სტარში მოხვედრაც ეჭვქვეშაა:

დრეიმონდ გრინი

გრინმა თავი დაიდანაშაულა ლეიკერსთან განადგურების შემდეგ. თუმცა შეიძლება გოლდენის წლევანდელი სხვა წაგებებიც გარკვეულწილად მის კისერზე იყოს, რადგან გრინის მაჩვენებლები მკვეთრ დაღმასვლას განიცდის (მხოლოდ პასების კომპონენტში აქვს გაუმჯობესება). საშუალოდ შეტევაში ყოველი პოზიციისას ის 0.68 ქულას აგროვებს, რაც ბოლო მაჩნებელია ნბა-ში იმ მოთამაშეთა შორის, რომლებმაც მინიმუმ 115-ჯერ აქვთ შეტევა დასრულებული. ამასთან მისი დაკარგვის კოეფიციენტიც ძალიან ცუდია (28.0%). მხოლოდ ერთხელ იყო შემთხვევა, როცა გრინზე უარესი დაკარგვის პროცენტულობის მქონე მოთამაშე ოლ-სტარში მოხვდა.

კლეი ტომპსონი

ტომპსონის პრობლემა უბრალოდ ის არის, რომ ღია (როდესაც 1.2 მეტრის სიახლოვეს დამცველი არ არის) სამიანებს ძველებურად ვეღარ აგდებს. ასეთ პოზიციებში ტომპსონი სამიანს 34.9 პროცენტით ისვრის. შედარებისთვის მისი პროცენტულობა ამ კომპონენტში წინა წელს 46.6 პროცენტი იყო. გასაკვირია, მაგრამ ამ სეზონში გოლდენი უკეთესად თამაშობს, როცა კლეი სკამზეა. ამ ყველაფრის ფონზე ტომპსონს გულშემატკივრების ხმები თუ უშველის. ამ დროისთვის ის მე-5 ადგილზე დასავლეთ კონფერენციის დამცველებს შორის.

ალ ჰორფორდი

ამ სეზონში ჰორფორდის მოხსნების საშუალო (6.3) კარიერაში ყველაზე დაბალია. ამასთან ბოსტონის ცენტრი 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ საშუალოდ ყველაზე ნაკლებ - 12.2 ქულას აგროვებს. ჰორფორდს კარიერის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მოკლე საშუალო (ფარიდან 1.2-4.3 მეტრის დისტანცია) სროლების პროცენტულობაშიც - 37.0%. ESPN-ის მიხედვით მარგი ქმედების კოეფიციენტით ის 26-ე ადგილს იკავებს ცენტრებს შორის.

გორან დრაგიჩი

დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ დრაგიჩი მუხლის ოპერაციის გამო 2 თვეს გამოტოვებს. მას მხოლოდ ორი თამაში აქვს ნათამაშები 16 ნოებრის შემდეგ და ოლ-სტარის შესვენებამდე ვერც ითამაშებს. ამას გარდა მას რუქი სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი პროცენტი აქვს მოედნიდან სროლაში (41.0%). ESPN-ის მიხედვით მარგი ქმედების კოეფიციენტით ის 38-ე ადგილზეა გამთამაშებლებში.

ჯონ უოლი

მიუხედავად იმისა, რომ უოლს ტრავმა აქვს და სეოზნის ბოლომდე ვერ ითამაშებს, მისი ოლ-სტარში მოხვედრა მაინც ძალიან საეჭვო იყო. არა-კუთხის სამიანებში - 151 მცდელობიდან 44 ჩაგდებული (ბოლოდან მე-4 შედეგი ნბა-ში ამ კომპონენტში); უაშინგტონი უოლთან ერთად სწრაფ შეტევებში ისეთი ეფექტური ვეღარ არის როგორც წინა წლებში; და რაც მთავარია მხოლოდ 2 მოთამაშე აფიქსირებს უოლზე ნაკლებ საშუალო სიჩქარეს თამაშისას. ამ ყველაფრის ფონზე ცხადია, რომ წელს ჯონი ოლ-სტარისგან შორს იყო.

ლამარკუს ოლდრიჯი

ბოლო ოთხიდან სამ სეზონში ოლდრიჯს მინიმუმ 20 სამიანი აქვს ჩაგდებული. წელს კი 14 მცდელობიდან მხოლოდ 2-ჯერ ჩააგდო. წელს ერთ-ერთ თამაშში ჰქონდა კარიერაში ყველაზე ცუდი 2-14 მაჩვენებელი მოედნიდან. ეს შემთხვევითი არაა, მისი სროლის ეფექტიანობა შემცირებულია. ESPN-ის მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით ოლდრიჯი 67-ე ადგილზეა მძიმე ფორვარდებს შორის.

დემარ დეროუზანი

დემარის მთავარი პრობლემა სამქულიანის ხაზიდან ნაჩვენები პროცენტებია. წინა წელს მისი პროცენტი 31.0 იყო. წელს კი ჯერჯერობით 38 მცდელობიდან მხოლოდ 7 აქვს ჩაგდებული (18.4%). 1-19 რკალის გარშემო სამიანებიდან.

დანარჩენები საფრთხის ქვეშ:

ჯიმი ბატლერი: 15 დეკემბრის შემდეგ საშუალოდ 15.1 ქულა.
ბრედლი ბილი: უაშინგტონის ზოგადი სიტუაციის ფონზე არც ბილი ყოფილა მაინცდამაინც გამორჩეული მდგომარეობის გამოსასწორებლად.
კარლ-ენტონი თაუნსი: მიუხედავად იმისა, რომ თავის გუნდში საუკეთესოა, დასავალეთ კონფერენციის წინახაზელთა ათეულშიც ვერ მოხვდა წინასწარი გამოკითხვით.
ანდრე დრამონდი: ემბიიდი, კავაი, ანტეტოკუნმპო ... დრამონდისთვის შეიძლება უბრალოდ ადგილი არ დარჩეს.