შესაძლოა მალე ბრედლი ბილმა უაშინგტონი დატოვოს

უაშინგტონს ტრავმის გამო ჯონ უოლი სეზონის ბოლომდე გამოაკლდა. საინტერესოა რა ხდება ბრედლი ბილთან დაკავშირებით.

2018 წლის ოქტომბერში ადრიენ ვოინაროვსკიმ თქვა, რომ უიზარდსის ყოველი მოთამაშე ხელმისაწვდომია სამომავლო გაცვლებისთვის, მათ შორის ბილიც.
ჟურნალისტები სხვადასხვა მოსაზრებებს ავითარებენ იმასთან დაკავშირებით, თუ რას დაკმაყოფილდება უაშინგტონი ბილის სანაცვლოდ.

ბოლოს ბილის მსგავსი მოთამაშე, რომელსაც კონტრაქტის დასრულებამდე 2 წელი დარჩა და წინა წელს ოლ-სტარი იყო, 2008 წელს გაიცვალა, როცა დეტროიტმა ჩონსი ბილაფსი დენვერში გაუშვა.

25 წლის მსროლელისთვის ბრუკლინი და ნიუ ორლეანი მთავარ მიმართულებებად განიხილება. ორივე გუნდი პლეიოფის ადგილისთვის იბრძვის.

რისი შეთავაზება შეუძლია ბრუკლინს ბილის სანაცვლოდ: დი'ანჯელო რასელი ან რონდაე ჰოლის-ჯეფერსონი + 2 პირველი რაუნდის დრაფტ-პიკი + მილევადი კონტრაქტები (დემარი კეროლი, კენეტ ფარიდი, ჯარედ დადლი).

რა შეუძლია ნიუ ორლეანს: პელიკანსისთვის უპირველეს მიზანს დევისის შენარჩუნება წარმოადგენს. ამასთან ერთად, თუ ისინი შეძლებენ ჯრუ ჰოლიდეის უკანა ხაზში ბრედლი ბილი შეუწყვილონ, უკვე სერიოზულ გუნდთან გვექნება საქმე. საამისოდ ნიუ ორლეანს შეუძლია უაშინგტონს შესთავაზოს სოლომონ ჰილი + ითაუნ მური + ფრენკ ჯექსონი და 2 პირველი რაუნდის დაუცველი პიკი (2019/2021).

კიდევ ერთი გუნდი, რომელმაც შესაძლოა იაქტიუროს ბილის გარშემო არის დალასი. სახელფასო მარაგი გუნდს საკმარისად აქვს. ამასთან, დალასი არ ერიდება დენის სმიტის გაცვლაში ჩაბმას. ბილი და დონჩიჩი უკვე მაგრად ჟღერს.