​​​​შვიდი ყველაზე მომგებიანი კონტრაქტი NBA-ში

ამ სტატიაში ჩვენ ჩამოგითვლით მოთამაშეებს რომლების თამაში ამ სეზონში ხელფასს და მოლოდის აჭარბებს.


სპენსერ დინვიდი-ბრუკლინ ნეტსი

სპენსერ დინვიდი თავის კონტრაქტთან შეფარდებით თამაშობს წარმოუდგენელ კალათბურთს.
ფორვარდს კოლორადოდან საშუალოდ აქვს 16,9 ქულა.4,9  გადაცემა და თამაშში საშუალოდ აგდებს 2 სამქულიანს.
და მოედნიდან საკმაოდ სტაბილურად ისვრის 47,4%/36,8%/77,3%. 
მას შეუძლია მიღებულზე ბურთის სროლა და ასევე შეუძლია ეფექტურად თამაში პიკ ენ როლის სიტუაციაში.
მოკლედ,რომ ვთქვათ ის მაღალი დონის მექულეა NBA-ში.
ამ ყველაფერს დინვიდი აკეთებს სათადარიგო სკამიდან. ამ სეზონში ის მხოლოდ 3-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში. 
დინვიდი ამ სეზონში აიღებს მხოლოდ 1.7 მილიონს.
ბრუკლინმა მას ახლახანს გაუფორმა 3 წლიანი $34 მილიონი კონტრაქტი,თუმცა ის 2019/2020 სეზონში შევა ძალაში და მისი წლიური ხელფასი
იქნება $11.5 მილიონი. თუ დინვიდიმ თამაში ასეთ დონეზე განაგრძო და კიდევ მოუმატა ეს ხელფასიც არაფერი იქნება მის პროდუქტიულობასთან
მიმართებაში.

დერიკ როუზი-მინესოტა ტიმბერვულვსი

დერიკ როუზი ამდენი ტრამვისა და სტრესის შემდეგ ისევ ფორმაშია და კალათბურთის გულშემატკივრებს მსოფლიოს გარშემო გაგვახსენა თუ რატომ
გახდა ის MVP. 
ბოლო 26 თამაშში 2011 წლის MVP-ს საშუალოდ აქვს 18.5 ქულა და 4.5 შედეგიანი გადაცემა.
მოედნიდან კი ისვრის 49.2%-ით,ხოლო სამქულიანის ხაზიდან 47.7%-ით.
ყველზე თვალსაჩინო მომენტი ამ სეზონში იყო 50 ქულა , რომელი მან ჩაუგდო იუტა ჯაზსს .
საბოლოო ჯამში ის ერთ-ერთი წამყვანი კადიდატია წლის მეექვსე კაცის წოდებისთვის.
MVP-ის მიღების შემდეგ წლის მეექვსე კაცის ტიტული აღებული აქვს მხოლოდ ლეგენდარულ ბილ ვოლტონს.
როუზს მინესოტასთან აქვს გაფორმებული ვეტერანის მინიმუმი კონტრაქტი და სეზონში იღებს მხოლოდ $2.2 მილიონს.
დიდი ალბათობით შემდეგი მისი კონტრაქტი უფრო მდიდრული იქნება.

ჯაველ მაკგი-ლოს ანჯელეს ლეიკერსი


სეზონის დასაწყისში როცა მაკგი გადავიდა ლეიკერსში ზოგი გულშემატკივარი მას კრიტიკულად უყურებდა თუმცა ჯაველმა მოლოდინს გადააჭარბა
და ძალიან კარგ სეზონს ატარებს.
მაკგის საშუალოდ აქვს11.6 ქულა,6.7 მოხსნა და 2.6 დაფარება.
მაკგი კარგი არამხოლოდ შეტევაშია არამეტ დაცვაშიც.
NBA.COM-ის მონაცემებით როცა მაკგი მოედანზეა მოწინააღმდეგები კალათიდა 1.5 მეტრის მანძილიდან ისვრიან 55.8%-ით.
ამ სტატისტიკით ის მეოთხე ადგილზეა NBA-ში.
მაკგის აქვს ერთწლიანი მინიმუმ კონტრაქტი და სეზონში მხოლოდ $2.4 დოლარს იღებს.
ის აღმოჩნდა ლეიკერსისთვის ერთერთი საუკეთესო ნაბიჯი ამ ოფ სეზონში.

ნოაჰ ვანლეი