Ballers.ge გთავაზობთ NBA-ში ტოპ 10 კანდიდატს ამ ეტაპზე MVP-ის წოდებისთვის.

10. ჯოელ ენბიდი PHILADELPHIA 76ERS

სტატისტიკა: 26.6 PPG, 13.2 RPG, 3.5 APG, 1.8 BPG, 48.3 FG%
 ჯოელ ემბიდმა სეზონი დაიწყო უმაღლეს დონეზე და ამ სიის სათავეში განიხილებოდა.
 თუმცა ჯიმი ბატლერის გადმოსვლის და გუნდის 2 ძირითადი წევრის დარიო სარიჩის და რობერტ კოვინგტონის გაშვების შემდეგ
 ფილადელფიას და ჯოელ ემბიდს ოდნავ პრობლემები შეექმნა,რაც ბუნებრივია გუნდის ძირითადი შემადგენლობის ასეთი რადიკალური ცვლილებების შემდეგ.
ემბიდმა უკვე განაცხადა,რომ მას არ მოსწონს,როგორც ათამაშებს მას მწვრთნელი.
მათ ქონდათ 4 საათიანი შეხვედრა 1 კვირის წინ.
თუმცა საშობაო თამიშის მარცხის შემდეგ ბოსტონთან ემბიდმა ისევ განაცხადა რომ მას მეტის გაკეთება შეეეძლო ბურთი რომ საკმარისად მიეღო და სწორ სიტუაციაში აღმოჩენილიყო.
როგორც ვთქვით ჯიმის ტრეიდის შემდეგ გუნდს სჭირდება შეჩვევა და დალაგება.
ემბიდი იმიტომ არის მეათეზე,რომ ბოლო თამაშები მას არ წაუვიდა და ფილადელფიამ წააგო 4 ბოლო 7 შეხვედრიდან,თუმცა მათ კიდევ დიდი დრო აქვთ მწყობრში მოსასვლად.

  

9. პოლ ჯორჯი OKLAHOMA CITY THUNDER

სტატისტიკა: 26.3 PPG, 8.4 RPG, 4.3 APG, 2.2 SPG, 45.2 FG%, 39.0 3P%

პოლ ჯორჯი ატარებს კარიერაში საუკეთესო სეზონს.
მას აქვს მის კარიერაში ყველაზე მაღალი ქულების (26.3), მოხსნების (8.4), შედეგიანი გადაცემების (4.3), ჩაჭრების (2.2), დაფარების (0.7) და ჩაგდებული სამქულიანების (3.4) მაჩვენებელი.
და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია MVP-ის არჩევის დროს მისი გუნდი იგებს.
ოკლაჰომა არის 21-12 და ერთი მოგება აკლიათ პირველ ადგილზე გადასასვლელად დასავლეთ კომფერენციაში.
შარშან პოლ ჯორჯი და რასელ ვესტბრუკი სწავლობდნენ ერთმანეთთან თამაშს ამ სეზონში კი ისინი უკვე ძალიან ძლიერი დუეტია.
ორივეს შეუძლია შეტევაში აფეთქება და ასევე ორივე მაღალი დონის დაცვას თამაშობს.
ვესბრუკი ჩაჭრებით(2.7) 1-ელ ადგილზეა NBA-ში ხოლო პოლ ჯორჯი (2.2) მეორეზე.
ოკლაჰომა წელს დაცვაში არის მეორე გუნდი.
ისინი მოწინააღმდეგეს 100 პოზიციაზე მხოლოდ 100.4 ქულას აგდებინებენ

8. კავაი ლეონარდი TORONTO RAPTORS

სტატისტიკა: 26.9 PPG, 8.4 RPG, 3.1 APG, 1.8 APG, 38.6 FG%, 37.7 3P%
26-10 ტორონტო რეპტორსს ისევ საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ NBA-ში თუმცა ისინი მხოლოდ 1.5 თამაშით უსწრებენ მილოუკი ბაქსს.
კავაი მერვე ადგილზე იმიტომ გვყავს რომ ტორონტომ წააგო 5 ბოლო 10 თამაშიდან რადგან კავაი ყოველ მეორე თამაშს ტოვებს.
გუნდი მას ასვნებეს იმიტომ რომ არ შეაწუხოს ტრამვამ რომლის გამოც მან შარშან მხოლოდ 9 თამაში ჩაატარა.
მწვრთნელი ნიკ ნერსი იძახის,რომ კავაი შემდეგი თვიდან დაიწყებს ყველა შეხვედრის ჩატარებას.
იმის და მიუხედავად რომ ლეონარდმა ამდენი თამაში გამოტოვა ტორონტო ისევ ინარჩუნებს საუკეთესო შედეგს NBA-ში რაც მათ ტალანტსა და ძლიერ სათადარიგო სკამზე მეტყველებს

7. ნიკოლა იოკიჩი DENVER NUGGETS

სტატისტიკა: 17.7 PPG, 9.8 RPG, 7.3 APG, 1.5 SPG, 48.1 FG%


20-9 დენვერ დაგეთსი არის პირველ ადგილზე დასავლეთ კონფერენციაში .
დენვერმა მოიგო 3 თამაში ზედიზედ და ბოლო 12 შეხვედრიდან 10 გაიმარჯვა.
მათ დაამარცხეს ტორონტო 2ჯერ,ოკლაჰომა,მემფის გრიზლისი,ლეიკერსი და პორტლენდი. 
იოკიჩის სტატისტიკა არაა ისეთი თვალში საცემი როგორიც სხვა ვარსკვლავების მაგრამ ის დენვერის წარმატების მთავარი მიზეზია.
იგი ლიდრობს გუნდს ქულებში,მოხსნებში,შედეგიან გადაცემებსა და ჩაჭრებში. 
პოლ მილსეპის ტრამვის შემდეგ იოკიჩს აქვს საშუალოდ 25.3 ქულა,11.8 მოხსნა,6.5 შედეგიანი გადაცემა და 2.5 ჩასჭრა.
იგი ისვრის 56% მოედნიდან ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 88.9 %.
6 . სტეფ კარი GOLDEN STATE WARRIORS

 ატისტიკა: 28.6 PPG, 5.2 APG, 5.0 RPG, 1.3 SPG, 48.7 FG%, 45.8 3P%

იმის და მიუხედავად რომ სტეფ კარიმ ტრამვის გამო თამაშები გამოტოვა ის მაინც არის ამ სიაში,იმიტომ რომ ის ატარებს მის კარიერაში ერთერთ საუკეთესო სეზონს.
 ის თამაშში აგდებს 5ზე მეტ სამქულიანს და ისვრის 45%-ით რაც ქარის სტანდარტებისთისაც დაუჯერებელია
 ამ ყველაფერს ის ახერხებს კევინ დურაბტთან თამაშის დროს რაც ძალიან აშინებს სხვა გუნდებს 
NBA-ში.


5. კევინ დურანტი GOLDEN STATE WARRIORS

სტატისტიკა: 28.8 PPG, 7.8 RPG, 6.1 APG, 1.0 BPG, 50.5 FG%, 36.6 3P%
კევინ დურანტი თითქმის ყველაფერს აკეთებს გოლდენ სტეიტ ვორიორსისთვის.
მიუხედავად იმისა რომ დურანტს ცუდი ნოემბერი ჰქონდა და ისროდა საშუალოდ 4.6 სამიანს  მხოლოდ 32.3%-ით, მან თამაში რადიკალურად გამოასწორა დეკემბერში.
 ის ისვრის საშუალოდ 6 სამიანს 40.3%-ით,ხოლო მოედნიდან კი 50.5%-ით .
დურანტი ასევე ხშირად ხვდება საჯარიმო ხაზთან.
ის ამ ეტაპზე მესამე ადგილზეა საჯარიმო სროლების რაოდენობით და ისვრის 92.8%-ით. (პროცენტით ჩამოუვარდება მხოლოდ სტეფ კარის და მალკოლმ ბროგდონს) ქულების საშუალო რაოდებით დურანტი ასევე ტოპ სამშია და მას უსწრებს მხოლოდ ენტონი დეივისი და ჯეიმს ჰარდენი.
თუმცა მაინც ნაკლებია ალბათობა იმის რომ კევინ დურანტი გახდება MVP იმიტომ,რომ ხმის მიმცემები ძირითადად უპირატესობას ანიჭებენ მოთამაშეებს,რომლებიც მარტო უძღვებიან თავის გუნდს.

4. ლებრონ ჯეიმსი LOS ANGELES LAKERS

სტატისტიკა: 27.3 PPG, 8.3 RPG, 7.1 APG, 1.3 SPG, 51.8 FG%, 35.6 3P%

ლებრონ ჯეიმსმა მიიღო მიკრო ტრამვა გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ და იგი დღედღეზე დაბრუნდება,მაგრამ ის ფაქტი,რომ ამ ასაკში ლებრონის სხეულს კიდევ არაფერი ეტყობა გასაოცარია.
იგი თამაშობს NBA-ში 18 წლიდან.
მას უკვე აქვს ნათამაშები 1,177 თამაში,45,476 წუთი და მთელი კარიერის მანძილზე მას სერიოზული ტრამვა არ მიუღია.
ჯეიმსს უკვე ნათამაშები აქვს ჰაკიმ ოლაჯუანზე,შაკილ ონილზე და მაიკლ ჯორდანზე მეტი წუთი.
მან ვინს კარტერსაც კი გადაუსწრო რომელმაც დაიწყო თავისი NBA-ის კარიერა როცა ჯეიმსი იყო 14 წლის.
ეს ტრამვა საბედნიეროდ არაფერია თუმცა ეს გვახსნებს,რომ უნდა ვისიამოვნოთ ჯეიმსის თამაშით სანამ მას ეს კიდევ შეუძლია.

3. ჯეიმს ჰარდენი HOUSTON ROCKETS

სტატისტიკა: 32.3 PPG, 8.4 APG, 5.7 RPG, 2.1 SPG, 44.5 FG%, 37.6 3P%


იმის და მიუხედავად,რომ ჰიუსტონ როპკეტსი ცუდ პოზიციაშია დასავლეთში ბოლო თამაშები გუნდი თითქოსდა უბრუნდება ძველ ფრომას.
მათი მაჩვენებელია 18-15 და იკავებენ მეშვიდე ადგილს დასავლეთ კონფერენციაში.
ისინი მხოლოდ 4 თამაშით ჩამოუვარდებიან 1 ადგილს.
ჰიუსტონმა ბოლო 8 თამაშიდან 7 მოიგო.
მათ დაამარცხეს ოკლაჰომა,სან ანტონიო,ლეიკერსი,პორტლენდი და მემფისი.
კრის პოლი სავარაუდოდ გამოტოვებს 3 კვირას ტრამვის გამო,თუმცა ჰარდენი გუნდს სწორი მიმართულებით უძღვება.
ჰარდენს ბოლო შვიდ თამაშში აქვს 39.9 ქულა,9.1 შედეგიანი გადაცემა,6.7 მოხსნა,5.0 სამქულიანი და 2.4 ჩაჭრა 

2. ენტონი დეივისი NEW ORLEANS PELICANS

სტატისტიკა: 28.2 PPG, 12.9 RPG, 4.6 APG, 2.7 BPG, 1.7 SPG, 50.2 FG%

ბოლო პერიოდში  ხშირად განიხილება ენტონი დეივის მომავალი ნიუ ორლენას პელიკანსში.
ყველაფერი დაიწო იმით,რომ ჯეიმსს კითხეს მოეწონებოდა თუ არა დეივისთან თამაში ერთ გუნდში რაზეც ჯეიმსმა უპასუხა.რომ 
ეს რა თქმა უნდა საოცარი იქნებოდა.
თუ ენტონი დეივისი უარყოფს მაქსიმალურ კონტრაქტს,რომელსაც მას პელიკანსი შესთავაზებს,ნიუ ორლეანი დაფიქრდება რომ დეივისი 
გაცვალონ სხვა მოთამაშეებში,რომლებითაც ისინი თავიდან დაიწყებენ გუნდის შენებას.
თუ ნიუ ორლეან პელიკანსს უნდა დეივისის დატოვება რამე უნდა შეიცვალოს,იმიტომ რომ მისი დომინირების მიუხედავად გუნდი თამაშებს ვერ იგებს და მათ აქვთ დასავლეთ კონფერენციაში მეორე ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 15-20 

1. იანის ანტეტაკუმბო MILWAUKEE BUCKS

სტატისტიკა: 26.4 PPG, 12.8 RPG, 5.9 APG, 1.4 BPG, 1.3 SPG, 58.4 FG%
იანის ანტეტაკუმბო ატარებს ფენომენალურ სეზონს და ამტკიცებს,რომ ის NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა.
იგი დომინირებს სამწამიანში და აკეთებს ისეთ რაღაცებს რასაც სხვა მოთამაშე ვერც კი წარმოიდგენს.
მაგალითან ის ხტება,იწელება და ტენის ბურთებს ისეთი მანძიელებიდან საიდანაც ზოგი მოთამაშე ლეიაფსაც კი არ ცდის.
ამ ყველაფერს იანისი წინა სეზონებშიც აკეთებდა თუმცა წელს მისი გუნდი თამაშებს იგებს.
მილოუკი ბაქსი მეორე ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში და ჩამოუვარდება მხოლოდ ტორონტოს.
იანისი გუნდს ლიდერობს ქულებში,მოხსნებსა და ჩაჭრებში.
ამიტომაცაა ის ამ სიის სათავეში!!