ჯიმი ბატლერი სიქსერსში გადავიდა: ტრეიდის დეტალები

ფილადელფია სევენთისიქსერსმა რობერტ კოვინგტონი, დარიო სარიჩი, ჯერიდ ბეილისი და 2022 წლის მეორე რაუნდის პიკი გაცვალა ჯიმი ბატლერსა და ფორვარდ ჯასტინ პატონში. 
სიქსერსს და ბატლერს, ოთხგზის ოლ-სტარს, აქვთ ყველა მიზეზი, რომ ამ ზაფხულს გააფორმონ გრძელვადიანი კონტრაქტი, რაც ჯიმი ბატლერის მიზანი იყო ბოლო წლების განმავლობაში. მაგრამ გუნდსა და ბატლერს არ აქვთ უფლება დაიწყონ მოლაპრაკებები, სანამ ჯიმი შემდეგ წელს არ გახდება თავისუფალი აგენტი.

სიქსერსს შეეძლება შესთავაზოს ბატლერს 5 წლიანი მაქს. კონტრაქტი $190 მლნ. ოდენობით, ხოლო სხვა გუნდებს შეეძლებათ მაქსიმუმ 4 წლიანი $141 მლნ.-იანი კონტრაქტის შეთავაზება.

მინესოტას მწვრთნელმა და პრეზიდენტმა ტომ ტიბოდომ გადაწყვიტა გადაედგა ეს ნაბიჯი გვიან პარასკევს მინესოტას ზედიზედ მეხუთე მარცხის შემდეგ, რადგან გუნდს აღარ შეეძლო ფუნქციონირება ბატლერთან ერთად. მინესოტამ ერთ მიზანს მიაღწია და გაუშვა ბატლერი აღმოსავლეთ კონფერენციაში და არა სხვა მათ კონკურენტ გუნდში, დასავლეთში.

ბუკმეიკერების მიხედვით სიქსერსის შანსები, რომ მოიგონ ნბა-ს ტიტული 31-1 დან 12-1 მდე გაიზარდა (Westgate Las Vegas SuperBook). ხოლო მათო შანსები, რომ მოიგონ აღმოსავლეთ კონფერენცია გაიზარდა 7-1 დან 3-1 მდე.